საადვოკატო მომსახურება

სრული სამართლებრივი დაცვა

ადვოკატად, პროკურორად და გამომძიებლად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება თქვენი ინტერესების დასაცავად ნებისმიერი ტიპისა და სირთულის სისხლის სამართლის საქმეზე

გადაუდებელი დახმარება

დაკავების პირველი საათები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არ მისცეთ პოლიციას თქვენი ან თქვენი ახლობლების ინტერესების შელახვის უფლება. დაკვიკავშირდით 24/7

ნარკოტიკთან და იარაღთან დაკავშირებული საქმეები

აღნიშნული კატეგორიის საქმეები პოლიციის მხრიდან საჭიროებს სავალდებულო პროცედურების დაცვას. არ მისცეთ გამოძიებას უფლება თქვენი კეთილსინდისიერება ბოროტად გამოიყენოას.

პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულები

გამოძიებასთან კონტაქტისას თქვენ მიერ, თქვენსავე საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი ინფორმაციის გაცემის რისკი განსაკუთრებით მაღალია. მყისიერად მოითხოვეთ ადვოკატი გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

ოჯახური დანაშაულები

ოჯახში არსებული კონფლიქტის ყველა შემთხვევა არ წარმოადგენს დანაშაულს. ოჯახური ცხოვრების დაცულობისთვის თქვენ დაგეხმარებათ კვალიფიციური ადვოკატი.

მოწმის, გამოსაკითხი პირის ინტერესების დაცვა

პირის გამოკითხვა ხშირად ბრალდებულად ცნობის წინაპირობაა. ნუ აიღებთ საგამოძიებო ორგანოებთან და სასამართლოსთან ადვოკატის გარეშე კომუნიკაციის რისკს.

საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საქმეები

საზღვრის კვეთის კანონიერების დასადგენად მნიშვნელოვანია სამართლებრივი დეტალების სრულყოფილი ცოდნა, რათა არ მოხდეს თქვენი უფლებების დაუსაბუთებელი ხელყოფა.

ფინანასური დანაშაულები

ფინანასური კატეგორიის დანაშაულები ხშირად რთულად გასამიჯნია ფინანსურ-სამოქალაქო დავებისგან. ამ საქმეებზე კომპლექსური საადვოკატო დახმარება აუცილებელია თქვენი ინტერესების ჯეროვანი დაცვისთვის